ასე დავეძებ…

რა  ვიცი  რას  არ მოვედე,რა  არ  ვნახე ,სად  არ  წავედი და იცით? უკან  გავიხედე ხომ  არაფერი  გამომრჩა  მეთქი.ჩემი  თაობა თითქმის სულ კრიტიკას იმსახურებს ,არ  ვიცი ეს სენია  თუ გადაგვარება,მაგრამ მე  ბევრ  კარგ მხარესაც ვხედავ.იმ  დღეს განახლებული  მცხეთის  ქუჩებში დავდიოდი,სულში  მეღვრებოდა “ხვლიკისფერი”სვეტიცხოვლის სიდიადე. მივდიოდი  ქუჩებში და მეგონა რომ  ამ  ქვეყნად ყველა  ჩემნაირად ფიქრობდა ამ  წუთს..  წვიმს კიდეც მაგრამ  მერე  რა… “მერე რა” სხვისთვისაც “მერე  რა ‘ აღმოჩნდა.  ტროტუარზე  ბავშვები  შევნიშნე …..

Posted in Uncategorized | Leave a comment

კედლის უკან დამალული ხელოვნება

ლბათ ყველა დიდი მონდომებით უყურებდით სატელევიზიო პროგრმას “ნიჭიერს”, მაგრად ვიხალისე და გამიკვირდა კიდეც ამდენი ნიჭიერი ადამიანი თუ იყო საქართვლოში. ერთი აზრი მომივიდა თავში: ჩემი ბლოგი ხელოვნების შესახებაა, ხელოვნება გადაგვარჩენს თუ არ შევერიეთ მარტო ქუჩის მტვერს მაშინ სურვილიც აღარაფრის გვექნება. ყველამ ჩვენს სულში ჩავიხედოთ, მოვაფათუროთ ხელები, ყველა კუთხე კუნჭული მოვსინჯოთ, იქნებ სადმეა მიმალული ის პატარა ნიჭის ნაჭერი რომელიც უფალმა ჩაგვიქსოვა.აი მაგ. იქნებ შენც შეგიძლია (არ მღეროდე ) მაგრამ მუსიკა შექმნა ან სცენარი დაწერო და ის მერე ცნობილი ბესცელერი გახდეს?! აი მაგალითად ჩემს მიერ შესრულებული ნახატები:

“black  or  whit”                                                           ლბათ მოგეწონათ არა რადგან სხვა საშულება არ გვაქვს მოდი თქვენი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ამ სურათების მიმართ კომენტარის სახით დატოვეთ :)

“ძველი თბილისი” ისაც გაქვთ ნიჭი და შეგიძლიათ დახატოთ ან მაჩვენოთ თქვენო ნიჭი VIDEOS სახით და გახდეთ პოპულარული და გაგიცნოთ ხალხმა დამიკავშირდით beqauri.torgva@gmail.com ან  skyp: torgva_jackson გელოდებით.ხატვა ეს არის სწორედ ჩემი სულის ძახილი , ხატვის დროს სულიერად ვისვენებ ვგრძნობ რაღაცას ოღონდ არ ვიცი რას ეს გრძობა არის ძალიან კარგი და მშვენიერი. ხელოვნება სწორედ ეს არის.

Posted in Uncategorized | 4 Comments

მადლობა ყველას!

მ ბავშვების ბედი ბევრმა გაიზიარა, მივიღე ბევრი შეტყობინება, წავიკიტხე მათი აზრები გავაანალიზე თითეული ადამინის ნააზრევი და სწორედ ამ აზრებმა შეცვალეს ამ ბავშვების ცხოვრება. დიდ მადლობას გიხდით ყველას რომ მათ დაუდექით მხარში, ჩაიხედეთ მათ გულებში და მიხვდით რომ ამ ბავშვებს ჭირდებათ დახმარება და თქვენ ეს შეძელით. რადგანაც თქვენ თითეული ადამიანის ცხოვრება შეცვალეთ.

მე ვფიქრობ რომ მივაღწიე მიზანს….. 

Posted in Uncategorized | 3 Comments

ვიდეო გაკვეთილი

ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა დააკომენტაროთ.ეს კომენტარი დაეხმარება ამ ბავშვებს და არა მარტო მათ აიხდინონ ოცნებები და არ დარჩნენ ქუჩაში… :)  :)  :)

Posted in Uncategorized | Leave a comment

ქუჩის მიღმა

ოდით შევქმნათ ყველასათვის რაიმე საინტერესო “წრედი”. ძალიან მინდა ჯერ ყველამ გულისყურით წაიკითხოს წინამდებარე პოსტი, დააკომენტაროთ… :)

ხო კიდევ რა, ამ ბავშვების გვერდით ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მათაც აქვთ ოცნებები და მისწრაფებები. ზოგი მღერის და ოცნებობს მომღერლობაზე: ზოგი გიტარაზე უკრავს და ოცნებობს ოფიცრობაზე:ეკვა კი ჩემი სულის ძახილია…. :) აი როგორი ადამიანების გვერდით ვარ ალბათ ხელოვნებამ შეგვაერთა მიყვარს როცა რაღაცას ვაკეთებ და ვცდილობ დრო არ მოვიტოვო “ქუჩისთვის”, თუმცა ეგეც არის ხოლმე

ვის რა ურჩევნია, ქუჩური ცხოვრება თუ სიახლეების შეტანა ცხოვრებაში…  ლბათ გითქვიათ კიდეც “აუ მომბეზრდა რა, ყოველთვის ერთი და იგივეაო” ხო და ასე რომ არ იყოს მოდით ერთად მოვიფიქროთ რამე.

არა!     ვუთხრათ უაზრო ქუჩურ ცხოვრებას და რაღაც კარგ გზას დავადგეთ.

აბა ჰე! ველი გამოხმაურებას

ვინ იქნება პირველი?

:)    :)   :)

Posted in Uncategorized | 8 Comments

გავაგრძელოთ?

აი ეს სოფლის “კლუბი” ის უბრალო შენობაა, მაგრამ შიგ რამდენი საინტერესო ხდება?! ალბათ გაინტერესებთ შიგ რა მდგომარეობაა… ქ ბავშვები ცეკვას სწავლობენ…

ალბათ ჯობია ვნახოთ slideshow კლუბის ინტერიერზე…

This slideshow requires JavaScript.

მუსიკის თანხლებით ხდება რეპეტიციები. ბევრს მუშაობენ თითეული სცენისთვის მუსიკის მოძებნაზე. აი ეს კი მათი  დამხმარე საშულებაა “ცენტრინიო”-ასე ეძახიან მას ხომ ხედავთ ყველაფერი პატარა, მსუბუქი და ძველმოდურია:რ გაგიჩნდათ სურვილი თქვენც გახდეთ პატარა მსახიობები?

Posted in Uncategorized | 9 Comments

“არ დარჩნენ ქუჩაში”…

გარდაბნის რაიონში არის ერთი  სოფელი, ახალი სამგორი. სოფელი ზედ ქ.რუსთავზეა   მიბმული, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც, თითქოს “მიგდებულ” სოფლად რჩება. ახალგაზრდობა აქედანაც ქალაქში გარბის.

სამგორში დიდი ხანია არსებობს,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფილიალი.

ახლა კი ამ ფილიალის შენობას შეხედეთ:შეეფერება კი ეს ჩვენს დროებას?

აქ ტარდებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.                                                                             თოჯინებსაც მოუწყენიათ დროთა განმავლობაში. 2009წ 7ოქტომბერს ”კლუბში” ჩამოყალიბდა სტუდია “სალე” __ იქ დიდი სიხარულით                               გაერთიანდნენ პატარები.სტუდიაში ენთუზიაზმით მუშაობენ ახალგაზრდა                                       სპეციალისტები: რეჟისორი და სცენარისტი. შეიქმნა რამდენიმე სპექტაკლი-ბაშვები დიდი მონდომებით ასრულებენ როლებს, ელოდებიან ყოველ ახალ სცენარს, გაკვეთილი სულ 3სთ_იანია მაგრამ დიდხანს რჩებიან, რადგან უხარიათ იქ ყოფნა.ისინი ამით დაკავებულბი არიან და არ სცალიათ ქუჩისთვის.

პირველი სპექტაკლი ბავშვთა სახლის შესახებ იყო: “ჯადოსნური ღამე” ასე ერქვა მას, იქ პატარებმა თავიანთი ოცნებები აისრულეს…ქვენი აზრით აუხდებათ მათ ეს ოცნებები ცხადში?

იცით რა არის გასათვალისწინებელი? ამ სტუდიაში რამდენიმე ბავშვი სიღარიბის ზღვარზეა, ზოგიც უდედმამოა მაგრამ ხელოვნებამ ისე შეავსო მათი გულები რომ ხშირ შემთხვევაში დაავიწყა ტკივილი.

ოდით აბა რეპეტიციაზეც შევიხედოთ :)

ხელოვნებას მოწყურებული მოსახლეობა ცრემლნარევი თვალებით შესცქერიან ბავშვების შემოქმედებას, მოზარდები კი მონდომებით ასრულებენ როლებს:ახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და დაინახავთ სურვილს, ეზიარონ ხელოვნების სიდიადეს.ცით?   უსაქმურობამ შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოუტანოს ადამიანს. კომპიუტერიც კარგია,წიგნებიც, ალბათ ზოგისთვის მხოლოდ “ბირჟაზე” დგომაც, მაგრამ რაღაცისადმი სწრაფვა ალბათ ყველაზე დიდი სიკარგეა არა?

გაქვთ თუ არა თქვენ მისწრაფება?

ათი ნიჭის შემფასებელი ბევრი ჩვენთაგანი შეიძლება ყოფილიყო. ისინი მყარად დგანან სცენაზე და ცდილობენ არ დარჩნენე ქუჩაში, მაგრამ ნიჭის შემფასებელი “ახალი სამგორის მოსახლეობაა————

Posted in Uncategorized | 10 Comments